ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014
ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

739

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დ. თ, ა. ც. და მ. რ. ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ. თ-მ, ა. ც-მ და მ. რ. ჯ-მ. იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხა არ გადაეხადათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ და ხადაზმული ასაკის მქონე პირებს სხვადასხვა შპს-ები დააფუძნებინეს. აღნიშნული შპს-ები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნარონი არიან და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სცადეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისება. აღნიშნული საწარმოების სახელით, ირანის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირებული იქნა დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტი ბიტუმი, საქონლის განბაჟებიდან კანონით დადგენილი ვადის, 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნულმა პირებმა არ გადაიხადეს იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 345 774 ლარის ზიანი მიადგა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური კვლავ აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად. 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top