საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე სტუმრები სამსახურის სტრუქტურას, მანდატსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნენ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში მხარეები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით კონკრეტული სამომავლო ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print