პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურმა EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სამშაბათი, 04 თებერვალი, 2020
საგამოძიებო სამსახურმა EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საგამოძიებო სამსახურმა  EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს, პროექტის ხელმძღვანელს  იბონ ორმაზაბალს და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კასრაძეს უმასპინძლა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ხურცილავამ,  კოლეგებთან ერთად სტუმრებს საგამოძიებო  საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, პროცედურები და სამართლებრივი საფუძვლები გააცნო. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომელთაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების პროცესში ხვდებიან.

იბონ ორმაზაბალმა შეხვედრაზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს  ევროკავშირ-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის პროექტის 3 წლიანი პროგრამის გეგმები და განხორციელების ეტაპები წარუდგინა, რომლის განხორციელებასაც ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) გეგმავს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია  ინტელექტუალურის საკუთრების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში, კერძოდ კი სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სისტემის დახვეწა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება, სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება და ევროკავშირის ობზერვატორიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სტუმრებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და სემინარების ორგანიზების გასაწევად მზადყოფნა გამოთქვეს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აგვისტო 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top