პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში

ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაცია - სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და  უწყების წარმომადგენლები  ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს -  ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.

ქართველმა და ესტონელმა სამართალდამცავებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა:  საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი  დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია, ქვეყნის ეკონომიკის დაცვა საგადასახადო და საბაჟო სისტემაში არსებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლითა და მათი პრევენციით, გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.

https://www.emta.ee/eng

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top