პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილების ვიზიტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

პარასკევი, 15 ივლისი, 2022
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილების ვიზიტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილებისა (UNODC ROCA) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2018-2021 წლებში გამოვლენილი დანაშაულები და არსებული სტატისტიკური მონაცემები, აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამართალდამცავი ორგანოების სისხლის სამართლის იურისდიქცია და კორუფციული დანაშაულის თავისებურებები.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე ისაუბრეს და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.  
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top