Press releases

News/Press releases

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 02 აპრილი, 2019
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა  ორი პირი დააკავა

107

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დამზადებული იქნა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში, მოქალაქეზე გასაღებული იქნა 600 აშშ დოლარის საფასურად. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოღებული იქნა  ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top