Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

შაბათი, 30 მარტი, 2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

108

2019 წლის 30 მარტს, საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან 15 წელი შესრულდა.

საგამოძიებო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა იყოს ობიექტური და პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვის, ეკონომიკური და ფინანასური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა ღონისძიების სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის 2018 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა უწყების თანამშრომელთა ძალისხმევით გამოვლენილ დანაშაულთა სტატისტიკურ მონაცემებზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა უწყების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს და ვადამდელი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიანიჭეს.
 


Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top