Press releases

News/Press releases

უაქციზო სიგარეტი

ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020
უაქციზო სიგარეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მიუხედავად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

აღნიშნულ პერიოდში, სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. 

გამოძიების პროცესში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 191 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top