Press releases

News/Press releases

საბაჟო წესის დარღვევის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი, 2019
საბაჟო წესის დარღვევის  და ყალბი  დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი

44

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და  ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს    41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების გზით,  საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top