მემორანდუმები

მემორანდუმები

საერთაშორისო თანამშრომლობა/მემორანდუმები

საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ორშაბათი, 27 მაისი, 2019
საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში  საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები,  ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, რუსტამას ლიუბაჟევასს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს ენტონი მიკულსკისს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.  შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანი.
 

შეხვედრის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც  ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა  და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ენტონი მიკულსკისმა.
 
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ლიეტუვას სამართალდამცავ უწყებებს შორის,   საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების მიმართულებით  ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.    საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა -  “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის კოლეგა უწყებას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მოხარული ვარ, რომ  დოკუმენტს ხელი მოეწერა  მხარეების მიერ.  ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება და მეტი შედეგის მომტანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის”.
 
ლიეტუვას რესპუბლიკის  შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ენტონი მიკულსკისმა განაცხადა: “მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ სამართალდამცავ უწყებას შორის,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა ორ უწყებას შორის, განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც კონკრეტულ დადებით შედეგებს მოგვიტანს”.
 
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო  საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიას, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ოფისთან (OLAF) ლიეტუველი კოლეგების თანამშრომლობას, ხაზი გაესვა გამოძიების პროცესში სხვადასხვა საინფორმაციო ბაზების გამოყენების მნიშვნელობას, საქართველოს და ლიეტუვას კოლეგა უწყებების საქმიანობის სხვა ძირითად ასპექტებს.
 
მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი შეხვდა ლიეტუვას ფინანსთა საამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიტენის ალუშაუსკასს და სხვა ხელმძღვანელ პირებს. მასპინძლებმა საგამოძიებო სამსახურის დელეგაციას გააცნეს საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობა, ისაუბრეს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის, ორგანიზაციული სტრუქტურის, საბაჟო - გამშვები პუნქტების ფუნქციონირების შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საბაჟო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოცდილება. შეხვედრები, ასევე გაიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორის მოადგილე ეგიდიჟუს რადზევიჩუსთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. საგამოძიებო სამსახურის დელეგაციას დეტალურად გააცნეს ლიეტუვას რესპუბლიკაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები, საქმიანობის  პრიორიტეტული მიმართულებები. საზოგადოების ინფორმირებულობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა.
შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,  ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის კონკრეტული  მიმართულებები დაიგეგმა.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აგვისტო 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top