ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 31 ივლისი, 2020
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top