ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტი

ორშაბათი, 16 მაისი, 2022
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, მოახდინეს 110 000 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 25 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top