ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს "აის პროდუქტი"- ს დირექტორი დააკავეს

პარასკევი, 25 ივლისი, 2014
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს "აის პროდუქტი"- ს დირექტორი დააკავეს

738

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, შპს „აის პროდუქტი“-ს დირექტორი გიორგი გიგაური დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გიგაურმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოსდა  მათ მოქალაქეს  100 000  ლარის ღირებულების გაყინული ხორცის პრუდუქტი მიაწოდეს, რის სანაცვლოდ,  მან 23 000 ლარი აიღო.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აგვისტო 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top