ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი

პარასკევი, 22 იანვარი, 2021
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“ და „D“ კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მარტი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
22232425262728
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

Back To Top