ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

742

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების უფროსი დავით გადელია დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დავით გადელიამ, იძულებით გადაადგილებული პირისათვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე  ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

Back To Top