ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერის რწმუნებული დააკავეს

ორშაბათი, 28 ივლისი, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერის რწმუნებული დააკავეს

737

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ ბათუმის მერის რწმუნებული ოლეგ არველაძე დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეგ არველაძემ ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე,  განთავსებული 3142.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 6582 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  სასურველ ფასში პრივატიზებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  9  წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აგვისტო 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top