ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა

ორშაბათი, 31 აგვისტო, 2020
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების  მიღება 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა თხოვნის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.is.ge განთავსებულ სტაჟირების გრაფაში არსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 21-30 წლის საქართველოს მოქალაქეებს. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. სტაჟიორები გაივლიან სამეტაპიან შესარჩევ კონკურსს: პროფესიულ ტესტირებას, ტესტირებას ზოგად უნარებში და გასაუბრებას. 

სტაჟიორთა სწავლება ექვსთვიან პერიოდს მოიცავს. კონკურსში შერჩეული სტაჟიორები სტაჟირების განმავლობაში გაივლიან თეორიულ სწავლებას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და პრაქტიკულ კურსს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ ოფისებში.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას, ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, უკვე წლებია ახორციელებს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top