ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ორშაბათი, 02 მარტი, 2020
საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, 1998 წლით დათარიღებული, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების  აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3 460 კვ.მ. დღეისთვის მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ივლისი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top