ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 02 სექტემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 4630 მ2 მიწის ნაკვეთზე, იჯარა/პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

Back To Top