ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის საახალწლო სოციალური აქცია

პარასკევი, 30 დეკემბერი, 2022
საგამოძიებო სამსახურის საახალწლო სოციალური აქცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ძეგვის ბავშვთა და მოხუცებულთა სახლს ეწვივნენ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ძეგვის სახლში მცხოვრებ მოხუცებსა და ბავშვებს საუკეთესო სურვილებით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აუცილებელი საკვები პროდუქტები, ტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი საჭიროების სხვა ნივთები გადასცა. 

საგამოძიებო სამსახური, საზოგადოებრივი სოლიდარობის წახალისების მიზნით, ტრადიციად დამკვიდრებულ საქველმოქმედო საახალწლო აქციებს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველწლიურად ახორციელებს. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2023»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
6789101112

Back To Top