ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღე

სამშაბათი, 30 მარტი, 2021
საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, სამსახურის განვლილი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ „უწყების თანამშრომელთა პროფესიული მიღწევები, თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია. განვლილ საანგარიშო პერიოდში, მიუხედავად ახალი კორონავირუსით შექმნილი სირთულეებისა, პროფესიონალთა გუნდმა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, ეფექტიანად წარმართა საქმიანობა. საგამოძიებო სამსახური მთავრობის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას წლებია წარმატებით ახორციელებს, რომლის მთავარი პრინციპი და ღირებულება ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კანონიერი საქმიანობის ხელშეწყობაა. 

მსურს მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს თანამშრომლებს და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული სამსახურისთვის. მჯერა, რომ უწყების საქმიანობა მომავალშიც წარმატებული იქნება“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

Back To Top