ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტრეფიკინგის საკითხზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ

ორშაბათი, 14 ნოემბერი, 2022
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტრეფიკინგის საკითხზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხზე ჩატარებულ სიმულაციურ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი სახელწოდებით - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ თბილისში 7–11 ნოემბერს ჩატარდა.

სიმულაციურ სწავლებაში საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში მომუშავე სხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხზე მომუშავე გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ თემაზე მომუშავე უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას. 

ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა. მან აღნიშნა: „ტრეფიკინგი და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს „მონობის თანამედროვე ფორმად“ წოდებული დანაშაული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფის საფუძველია. შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტებს დიდი პასუხისმგებლობა და როლი გვაკისრია მჭიდრო თანამშრომლობის გზით მოვახდინოთ დანაშაულის გამოვლენა და მასზე მყისიერი რეაგირება. უზრუნველვყოთ დამნაშავე პირთა შემოსავლების მიღების გზების შესწავლა, დამუშავება, აღკვეთა და დავიცვათ მსხვერპლთა უფლებები და კანონიერი ინტერესები“. ვაჟა ფანოზიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით საქმიანობას მომავალშიც აქტიურად გაგარძელებს.

ტრენინგის დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა სწავლების მიმდინარეობა შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«დეკემბერი 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top