ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის განახლებული ვებ-გვერდი www.is.ge

ორშაბათი, 25 მაისი, 2020
საგამოძიებო სამსახურის განახლებული ვებ-გვერდი www.is.ge

დღეიდან ამოქმედდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განახლებული, ორენოვანი ქართულ-ინგლისური, მობილურ მოწყობილობებთან თავსებადი და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასთან ინტეგრირებული ვებ-გვერდი - IS.GE

უწყების ოფიციალურ გვერდზე ვიზიტორებს შეეძლებათ გაეცნონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, სხვა სიახლეებსა და აქტივობებს, სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშებს, ასევე ფოტო და ვიდეო გალერეას. 

განახლებულ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა რეგიონიდან, დისტანციურად, დოკუმენტბრუნვის გარეშე შეძლებენ მონაწილეობის მიღებას უწყების მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამის პირველად შესარჩევ ეტაპზე.

სხვადასხვა სიახლესთან ერთად, ინტერნეტმომხმარებელთათვის კიდევ უფრო მეტადაა გამარტივებული საგამოძიებო სამსახურის რეგიონული თუ ცენტრალური სამმართველოს ოფისების ვიზუალური იდენტიფიცირება და მათ შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება. 

უწყების ვებ-გვერდის განახლება განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ივლისი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top