ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი

პარასკევი, 17 ივლისი, 2020
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე რაოდენობით სამრეწველო დანიშნულების საქონელი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აგვისტო 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top