ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობა

ორშაბათი, 22 ივნისი, 2020
თაღლითობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია). 

აღნიშნული გზით, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.

გამოძიების პროცესში დაყადაღდა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top