ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

პარასკევი, 10 სექტემბერი, 2021
დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე დაუდგენელი პირის დახმარებითა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2021 წლის აგვისტოში ერთ-ერთის სახელზე დაარეგისტრიდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 მ2 მიწის ნაკვეთი. 

ზემოაღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულების მიერ მოძიებულ იქნა მიწის ნაკვეთის ახალი შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის  მცდელობისას მოხდა მათი დაკავება. 

გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

Back To Top