Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

საგამოძიებო სამსახური აქტიურად განაგრძობს ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას

სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2020

დღეს, გავრცელდა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიში. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია ის მნიშნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურმა ბოლო წლებში გადადგეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა

ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2020

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას  და დენის ბარდიანს უმასპინძლეს. 

საგამოძიებო სამსახურმა EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სამშაბათი, 04 თებერვალი, 2020

საგამოძიებო სამსახურმა  EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს, პროექტის ხელმძღვანელს  იბონ ორმაზაბალს და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კასრაძეს უმასპინძლა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ხურცილავამ,  კოლეგებთან ერთად სტუმრებს  საგამოძიებო  საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, პროცედურები და სამართლებრივი საფუძვლები გააცნო. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომელთაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების პროცესში ხვდებიან.

ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა,  ლატვიის რესპუბლიკის  შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს კრისტინა პრუსაკა-ბრინკმანეს უმასპინძლეს.

567810121314
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

 

 

Back To Top