სიახლეები

დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავეს

13მარ 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ნდობაში შევიდა ერთ - ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შიდა ქართლის ერთ - ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მისთვის სასურველი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში. 

აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება. 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930