სიახლეები

სასწავლო კურსი „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის

07თებ 2020

ბათუმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ევროსაბჭოს ორგანიზებით, ევროსაბჭოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო კურსი - „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“  ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს უძღვებოდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ-გამომძიებლები.  


კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ კიბერდანაშაულის სფეროს, ონლაინ კრიმინალური ფულის მასების მოძრაობის ტიპოლოგიას, ფინანსურ გამოძიებას და აღნიშნულ სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდოლოგიას.


საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარდა თეორიულისა, ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ სპეციალურად სწავლებისათვის ინსცენირებული კიბერდანაშაულის  გამოძიების ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს.


დასასრულს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო კურსის „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“  სერტიფიკატები  გადაეცათ.

კალენდარი

<თებერვალი>
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829