სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

04თებ 2020

საგამოძიებო სამსახურმა  EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს, პროექტის ხელმძღვანელს  იბონ ორმაზაბალს და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კასრაძეს უმასპინძლა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ხურცილავამ,  კოლეგებთან ერთად სტუმრებს  საგამოძიებო  საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, პროცედურები და სამართლებრივი საფუძვლები გააცნო. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომელთაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების პროცესში ხვდებიან.


იბონ ორმაზაბალმა შეხვედრაზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს  ევროკავშირ-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის პროექტის 3 წლიანი პროგრამის გეგმები და განხორციელების ეტაპები წარუდგინა, რომლის განხორციელებასაც ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) გეგმავს.


აღნიშნული პროგრამის მიზანია  ინტელექტუალურის საკუთრების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში, კერძოდ კი სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სისტემის დახვეწა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება, სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება და ევროკავშირის ობზერვატორიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.


სტუმრებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და სემინარების ორგანიზების გასაწევად მზადყოფნა გამოთქვეს.

კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930