სიახლეები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24იან 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში გაასაღა აშშ-ის  ყალბი 50 დოლარიანი  კუპიურები.  გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის  ოდენობის ყალბი კუპიურა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930