სიახლეები

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა წარმატებული საქმიანობისთვის თანამშრომლები დააჯილდოვა

27დეკ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად, სამსახურის თანამშრომლები, 2019 წელს, დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. საგამოძიებოს სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალ 2020 წელს კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

 

 




კალენდარი

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031