სიახლეები

ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

23დეკ 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ - სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე - ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და  გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კალენდარი

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031