სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილა

03დეკ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე.


ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.



კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930