სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავა

09ნოე 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე  ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. 

ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.  



კალენდარი

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930