სიახლეები

საგამოძიებო სამსახურის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში

04ნოე 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაცია ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და  უწყების წარმომადგენლები  ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს -  ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.

 

ქართველმა და ესტონელმა სამართალდამცველებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი  დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია, ქვეყნის ეკონომიკის დაცვა საგადასახადო და საბაჟო სისტემაში არსებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლითა და მათი პრევენციით, გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.

 

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ E-Estonia-ს აღმასრულებელ ცენტრს და ინოვაციურ ჰაბს ტალინში, როგორც მისი ფუნქციონირების და მუშაობის პრინციპებს, ისე  ზოგადად ესტონეთის პროგრესს ელექტრონული მმართველობის სფეროში.

 

სამსახურის უფროსის  სოსო რამიშვილის განაცხადებით - „უწყებებს შორის, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესტონეთში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო დანაშაულების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური მუდმივ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს კოლეგა უწყებებთან, გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება და გაეცნოს მათ საუკეთესო პრაქტიკას. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენს უწყებებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო პარტნიორობას, არამედ ერთიანი ძალებით დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.“



კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930