სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

15ოქტ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე,  ორი პირი დააკავეს.  

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მოხდა   60 000 ლარის ღირებულების  პოლიეთილენის პარკების, გრანულებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაცია.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.



კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930