სიახლეები

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის თერთმეტი ფაქტი

03ოქტ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  11 ფაქტი გამოავლინეს.

 

დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7  -  დაკავებულია.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031