სიახლეები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება

27სექ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაცია სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს  ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან მართავს.


ვიზიტის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მისი გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.


ქართველ და ბელარუს სამართალდამცავთა მსჯელობის მთავარი თემებია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი  დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია და  სხვადასხვა კატეგორია: გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება, აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.


მხარეები გეგმავენ თანამშრომლობას ანალიტიკური საქმიანობის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და აქტუალური პრობლემების   ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოსაძიებლად.


დელეგაციის ხელმძღვანელის, საგამოძიებო სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის განაცხადებით - „უწყებებს შორის, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, ასევე როგორც მის გამოვლენას და აღკვეთას, ისე  პრევენციას და გამოძიებას.“

კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031