სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავა

26სექ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც სამი პირი დააკავეს.  

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა მოხდა 2 100 000 ლარის ღირებულების  სამშენებლო მასალის რეალიზაცია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 200 000 ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშფაქტურა, სატრანსპორტო მომსახურების ფიქტიურ გაწევასთან დაკავშირებით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.



კალენდარი

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031