სიახლეები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

06აგვ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 მ2 მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031