სიახლეები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

02აგვ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.


აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031