სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30ივლ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე  ერთ პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031