სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

26ივლ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, ორი  პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანა, არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოტანილი იქნა ჯამში 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების  საქონელი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031