სიახლეები

საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

23ივლ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი,  საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.  შეხვედრას აშშ-ის საელჩოს  რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სტუმრებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშე, საქართველოში ყალბი ფულის დამზადება -გასაღების ფაქტების გამოვლენის, გამოძიებისა და მათზე რეაგირების სხვა მეთოდებით  დაინტერესდა.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური ყალბი ფულის გამოვლენა-აღკვეთა-გამოძიების სფეროში ეფექტურ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.    
 

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

 

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031