სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12ივლ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001  მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კალენდარი

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031