სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა- გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა და ექვსი პირი დააკავა

02ივლ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  რვა  ფაქტი გამოავლინეს და ექვსი  პირი დააკავეს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

 

ამოღებული  პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
                                                                                                                       

კალენდარი

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930