სიახლეები

ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო

11ივნ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. თითქოსდა, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც, ხელოვნურად შეიქმნეს  ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. აღნიშნული აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის.

 

ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 000 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კალენდარი

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031