სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

06ივნ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკების დიდი ოდენობით დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა სიგარეტის ნაწარმის მარკირებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკა.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 545 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აქციზური მარკების საბეჭდი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური დანადგარი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.                                         

კალენდარი

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031