სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი ამხილა

30მაი 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, მხილებული იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის გამოცდის ყალბი ოქმები, რომლებშიც დააფიქსირეს ბეტონის მარკიანობის გაზრდილი ყალბი მაჩვენებლები  ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3  წლამდე ვადით.

კალენდარი

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031